X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი მხოლოდ 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეძლო უმნიშვნელოვანესი პროექტების დასრულება. მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის სა

21 დეკემბერი 2020

მხოლოდ 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეძლო უმნიშვნელოვანესი პროექტების დასრულება. მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის სამი მონაკვეთის გახსნა, ხოლო რიკოთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ასევე 580 კმ შიდა სახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაცია, 322 ათასი ადამიანის წყალმომარაგების გაუმჯობესება -ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელს ასევე დასრულდა 20 ახალი სკოლის მშენებლობა, დაიწყო  41 ახალი სკოლის მშენებლობა და 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, გაიხსნა ვანის მუზეუმი და სხვადასხვა რეგიონში განვითარდა  ტურისტული ინფრასტრუქტურა, აბასთუმანში, ასურეთსა და ბაკურიანში დასრულდა  ურბანული განახლების მნიშვენლოვანი ეტაპები და მუშაობა დაიწყო  წყალტუბოს განვითარების პროექტზე. 

„ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროექტებისა, რომელშიც მხოლოდ 2020 წელს 1300-ზე მეტი კომპანია და 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იყო დასაქმებული. გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მიუხედავად ყველა რეგიონის ინფრასტრუქტურული განვითარება უპრეცენდენტო მასშტაბით მიმდინარეობს“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.